Pპროექტის სახელწოდება | ქიმიური ბმა, მრავალწახნაგები |
პროექტის მთავარი იდეა (1-2 წინადადებით) | მივაწოდოთ მოსწავლეებს ინფორმაცია ქიმიური ბმის შესახებ და მრავალწახნაგებში ბმის შესახებ |
პროექტის აქტუალობა | მოსწავლეები ერკვევიან ქიმიურ ბმებში. ატომის ელექტრონულ აღნაგობაში, სივრცული ფიგურების ელემენტებში. |
პროექტის მიზნები | სივრცული ფიგურების საშუალებით დაახასიათებენ კრისტალურ სტრუქტურებს. აღწერს სხვადასხვა ტიპის ბმების წარმოქმნის მექანიზმებს. განასხვავებს ბმებს, მოჰყავს მაგალითები. მათემატიკა– მოსწავლეები იყენებენ სივრცული ფიგურის კვეთებსა და გეგმილებს სივრცული ფიგურის შესასწავლად. ქიმია– მოსწავლეები ნივთიერებათა თვისებებს უკავშირებენ ატომის ელექტრონულ აღნაგობას და ქიმიური ბმის ხასიათს. აღწერს სხვადასხვა ტიპის ბმების წარმოქმნის მექანიზმებს. განასხვავებს ბმებს, მოჰყავს მაგალითები. |
მოსწავლეთა ასაკი | 15-16 წელი |
ვადები/ხანგრძლივობა | 5 დღე |
მოსალოდნელი შედეგები | მოსწავლეები დაეუფლებიან სხვადასხვა უნარ-ჩვევებს, გაიღრმავებენ ცოდნას, სივრცული ფიგურების საშუალებით დაახასიათებენ კრისტალურ სტრუქტურებს. |
პროექტისათვის საჭირო რესურსები | კომპიუტერი, ინტერნეტი, სლაიდები. სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი, პროექტორი,კრისტალური მესრების მოდელები, |
პროექტის მსვლელობა | 1. საორგანიზაციო საკითხები,მთელი კლასი 2 წინმსწრები ცოდნის აქტუალიზება. ა)მოსწავლეები ვენის დიაგრამის საშუალებით ახდენენ ბმების დახასიათებას,მთელი კლასი. ( სლაიდები) ბ)მოსწავლეები მარტივი ტესტების საშუალებით იხსენებენ სივრცული ფიგურების ელემენტებს–ინდივიდუალურად. 3.მათემატიკის მასწავლებელი წარუდგენს ახალ მასალას:მრავალწახნაგები(პრიზმა, პარალელეპიპედი,კუბი, პირამიდა)–მთელი კლასი. 4.გონებრივი იერიშის გამოყენება–მოსწავლეები სივრცულ ფიგურებს აკავშირებენ კრისტალურ მესრებს.–მთელი კლასი. 5.მიზნობრვად შერჩეული სავარჯიშოების შესრულება. ინდივიდუალურად. |
საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი | მათემატიკა. |
პროექტის ხელმძღვანელი | ხ.ნატრიაშვილი |
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა | |
вторник, 19 июня 2012 г.
ქიმიური ბმა, მრავალწახნაგები
Подписаться на:
Сообщения (Atom)